26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
პრემიერი საქართველო ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის.
„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!
26 ჩვენი დღეა. მადლობა ბიჭებს!“ – წერს პრემიერი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.