LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „კახეთის გზატკეცილზე აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი – ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა გმირს“

130
ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ერეკლე II-ის ძეგლი აღიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სათანადო პატივი უნდა მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინაშე ეროვნული და რელიგიური იდენტობის თვალსაზრისით, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით.

„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩვენი ქვეყნის წინაშე და რომლებსაც ეროვნული და რელიგიური იდენტობის თვალსაზრისით განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით. თქვენ იცით, რომ ამ თვალსაზრისით გამორჩეულია ჩვენი ეროვნული გმირი, მეფე ერეკლე მე-II.

მისმა თავგანწირვამ და სიბრძნემ საქართველოს ქრისტიანული იდენტობა შეუნარჩუნა, რაც ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილია.

ჩვენი ეროვნული გმირის პატივის მისაგებად, კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თბილისის მერია საპარკინგე სივრცის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, გადავწყვიტეთ, რომ მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, ერეკლე II-ის ძეგლი აღვმართოთ“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g