LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – “კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტიდან რომ გავიწვიოთ, გამოვა, რომ რაღაც ცუდს ვაკეთებდით

80

“კანაფის კონტროლის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტიდან რომ გავიწვიოთ, გამოვა, რომ რაღაც ცუდს ვაკეთებდით – გვინდა ამ თემაზე საზოგადოებას და ეკლესიას ვესაუბროთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანაფის მოყვანა-წარმოების დაწყებით საზოგადოებას ზიანი არ მიადგება და სარგებელი კი არის ის, რომ მილიარდი დოლარით გაიზრდება ექსპორტი, რაც ეკონომიკისათვის ძალიან დიდი შეღავათია.

“მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ნარკოტიკებს არ ვაწარმოებთ და ამის გადინების საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება ეფექტს, ძალიან წარმატებული ეკონომიკის პირობებშიც, სიღარიბის აღმოფხვრას რვა – ათი წელი სჭირდება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ თუკი რაიმე იმის საშუალებას იძლევა, რომ ათი წლის მაგივრად, ეს რვა-შვიდ წელიწადში გავაკეთოთ, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს საშუალება, იმ პირობებში, როცა საზოგადოებას ზიანაც არ ადგება?!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g