„რაც მოიტყუეს BBC-სთან, იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან, შესაბამისად უწევთ იმის უარყოფა რაზეც მანამდე საუბრობდნენ – ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პრემიერი BBC-ის საგამოძიებო მასალას გამოეხმაურა.
ლევან ბეჟაშვილი BBC-ის მასალაზე: „ხელისუფლება ტერორისტული მეთოდებით ცდილობს სკამის შენარჩუნებას… ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს დამოუკიდებელი საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმის ამოქმედება“
„ერთი წლის თავზეც ბევრი მოქალაქე უჩივის იმ სიმპტომებს, რომელიც აღნიშნული მოწამვლის შედეგად გამოვლინდა“ – აცხადებს ბეჟაშვილი.
მისი თქმით, BBC-ში „სტანდარტი მინიმუმამდეა დასული“, რადგან სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ტელეკომპანია:
„რა თქმა უნდა, როდესაც გამოძიება იწყება, იქ არის უკვე სხვა პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და გამოძიების წინაშე ცრუ ინფორმაციის გავრცელება მათ ინტერესებში არ შედის. ამ შემთხვევაში უკვე სიცრუეზე კონკრეტული სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, შესაბამისად, რაც მოიტყუეს BBC-სთან, იმას ვერ მოიტყუებიან გამოძიებასთან და უწევთ იმის უარყოფა, რაზეც მანამდე საუბრობდნენ. BBC ეყრდნობა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებებს, რაც არის უკვე ყველაფრის მაჩვენებელი და მეორე, ავრცელებს აბსოლუტურად ყალბ ინფორმაციას ნივთიერება „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ არა თუ არ გამოყენებულა ნივთიერება „კამიტი“, „ნაცმოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია შსს-ს ეს ნივთიერება. შესაბამისად, ძალიან კარგად ჩანს თუ რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს ჩვენ საქმე. ძალიან დასანანია, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელა BBC-იმ, რომელიც თავის დროზე მიიჩნეოდა სათანადო რეპუტაციის მქონე ტელეკომპანიად, თუმცა, სამწუხაროდ, აქაც სტანდარტები არის მინიმუმამდე დასული, სხვანაირად შეუძლებელია აიხსნას ის ფაქტი, რომ ასეთი მასშტაბის სიცრუეს ავრცელებს ეს ტელეკომპანია“, – განაცხადა კობახიძემ.
⭕💬 „ვესაუბრე გამომძიებელს და კლინიკაში მივდივარ, რომ ხელი მოვაწერო დოკუმენტს, რომ მაგისტრატ მოსამართლის თანდასწრებით…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ოთხშაბათი, 03 დეკემბერი, 2025
⭕️ „ეს იყო მცდელობა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების, ქართული სახელმწიფოს და საზოგადოების წინააღმდეგ აეგორებინათ ახალი…
Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on ოთხშაბათი, 03 დეკემბერი, 2025
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.
BBC-ის მიერ გავრცელებული ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
