“ხელისუფლებამ მაქსიმალურად რაციონალური და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო. გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან,“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, უსაფრთხოება იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მაღალი რისკები.
„ასეთი შეთავაზება გაკეთდა იუსტიციის მინისტრის მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა ორ ძირითად ასპექტს – სამედიცინო მხარეს და უსაფრთხოებას. გორის ჰოსპიტალი აღჭურვილია ყველაფრით, რაც არის საჭირო – აპარატურა, პერსონალი და ა.შ. უსაფრთხოება იყო ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს მაღალი რისკები. გორის ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვართ დაზღვეული რისკებისგან“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.