LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „მაიდანი“ არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება უკრაინიზაცია – ხედავთ, რა მოუტანა მეგობარ ქვეყანას, უკრაინას რევოლუციამ, „მაიდანმა“ და ომმა, რომელიც ამ პროცესებს მოყვა

134
Capture

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალები საუბრობენ „მაიდნის“ სცენარის განვითარებაზე საქართველოში, მსგავსი მოვლენები არ მოხდება.

„ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით იმაზე, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, როდესაც ამ ფონზე კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლები საუბრობენ “მაიდნის” სცენარის განვითარებაზე, ეს საინტერესო ანალიზის საფუძველს იძლევა. არც მაიდანი არ მოხდება საქართველოში და არ მოხდება უკრაინიზაცია. ხედავთ, რა მოუტანა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას რევოლუციამ, მაიდანმა და შემდეგ ომმა, რომელიც მოყვა ამ პროცესებს. ჩვენი მთავარი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს, რომ არ დავუშვათ “მაიდნის” გამეორება ჩვენს ქვეყანაში და არ დავუშვათ, რაც მთავარია, მეორე ფრონტის გახსნა, რაც ასე უნდოდათ კონკრეტულ სუბიექტებს და როგორც ჩანს, უნდათ დღემდე”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g