„მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება ორ დღეში. მას ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ფუნქცია აკისრია. წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა. აქ არ ვგულისხმობ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, ვგულისხმობ წინა პრეზიდენტებსაც“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილი იქნება საუკეთესო პრეზიდენტი.
პრემიერის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს.მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს პარლამენტში გაიმართება
პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევნები 14 დეკემბერს, პარლამენტის სასახლეში ჩატარდა.
„მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება ორ დღეში. მას ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ფუნქცია აკისრია. წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა. აქ არ ვგულისხმობ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, ვგულისხმობ წინა პრეზიდენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ამას საუკეთესოდ შეძლებს. ის არის პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა და იქნება საუკეთესო პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.