LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „მინდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა გადავუხადო მილოცვისთვის… თითოეული გზავნილი, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“

142
ირაკლი კობახიძე

„მინდა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის სახელით, უწმინდესს და უნეტარესს უღრმესი მადლობა გადავუხადო მილოცვისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, არის ძალიან ყურადსაღები.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული გზავნილი, რომელიც იყო წარმოდგენილი განცხადებაში, ჩვენთვის არის ძალიან ყურადსაღები და ბუნებრივია, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეჯამების ფაქტს გამოეხმაურა. პატრიარქი გამოთქვამს იმედს, რომ „ხელისუფლებაც და ოპოზიციაც შეძლებენ შემდგომი წლები მაქსიმალურად გამოიყენონ ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობისთვის“.

„დასრულდა ცესკოს მიერ არჩევნების შედეგების გამოვლენის პროცესი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხმების დიდი უმრავლესობით გამარჯვება. გულითადად ვულოცავთ მათ ამ წარმატებას“, – აღნიშნა პატრიარქმა.

თეონა აქუბარდია: „პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ… ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდობა იყოს და დემოკრატია, არა ავტორიტარიზმი, რაც ივანიშვილმა დაამყარა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g