LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“

166
ირაკლი კობახიძე

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს: „ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, დამატებით კიდევ 30 მილიონი“

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნული წახალისებაც ზრდის საქართველოს შანსს, მათ შორის, ესპანეთთან თამაშში გამარჯვების მოსაპოვებლად:

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება და მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ამ შემთხვევაშიც გამოავლინა განსაკუთრებული ქველმოქმედება, ესეც ქველმოქმედების ერთგვარი გამოვლინებაა. მადლობა მას იმ წახალისებისთვის, რომელიც გამოამჟღავნა მან საფეხბურთო ნაკრების მიმართ და, რა თქმა უნდა, ესეც ზრდის ჩვენს შანსებს, მათ შორის, ესპანეთთან თამაშში, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვების გამო მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებაში ფეხბურთის ფედერაციის როლი ასევე განსაკუთრებული იყო:

„მინდა მივულოცო ყველას, მივულოცო სრულიად საქართველოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენი საფეხბურთო ნაკრების წევრებს. თითოეული მათგანის წვლილი ამ გამარჯვებაში არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. შეუძლებელია, გამოყო რომელიმე მათგანი. თითოეულმა მათგანმა სული და გული ჩადო იმისათვის, რომ ჩვენ ამ წარმატებისთვის მიგვეღწია. მადლობა მათ იმისთვის, რომ ეს ძალიან დიდი ბედნიერება და სიხარული გვაჩუქეს და განგვაცდევინეს ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა. მადლობა მათ ამისთვის.

მადლობა ფედერაციას, ლევან კობიაშვილს, ჩვენ სუბიექტური ვართ მის მიმართ, ჩვენი გუნდის წევრია, თუმცა მგონი ამ შემთხვევაში ეს მილოცვა და მადლობა სუბიექტურობას მოკლებულია. ფედერაციის როლი ამ გამარჯვებაში იყო ასევე განსაკუთრებული. მას შემდეგ, რაც შეიცვალა ფედერაციაში ხელმძღვანელობა წლების წინ, რადიკალურად შეიცვალა მიდგომები ქართული ფეხბურთის მიმართ, შესაბამისად ფედერაციას ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა.

ლევან კობიაშვილი არის ადამიანი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, მიდგომა ქვეყნის მიმართ და კონკრეტულად ქართული ფეხბურთის მიმართ. სწორედ ამის გამოვლინებაა ის თანმიმდევრული პროგრესი, რომელიც ფეხბურთმა განიცადა გასული წლების განმავლობაში და ამის კულმინაციაა ეს დღეები, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ და რომელმაც ძალიან დიდი ბედნიერება მოგვანიჭა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g