LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით – 63 მუნიციპალიტეტში, წარსადგენი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია“

978
ირაკლი კობახიძე

„დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით – 63 მუნიციპალიტეტში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი სიტყვებით, ყველა გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა მაღალი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში, რაც მმართველი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების დამსახურებაა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. დღეს, როგორც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით – 63 მუნიციპალიტეტში. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა სარგებლობს გამორჩეულად მაღალი ნდობით საზოგადოებაში. ეს არის ჩვენი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების, ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების თითოეული თანამშრომლის დამსახურება. ამისათვის, ყველა მათგანს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც, მისივე სიტყვებით, გასული ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივ მოსახლეობას კეთილსინდისიერად ემსახურებოდნენ.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული 4 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ემსახურებოდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ მოსახლეობას. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს წარსადგენი 63 კანდიდატიდან უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია. ასევე, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ კანდიდატებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

მერობის კანდიდატები არიან:

ახმეტა – ალექსი ფიცხელაური; გურჯაანი – გიორგი მაჭავარიანი; დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი; ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი; სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი; ყვარელი – ილია მზექალაშვილი; საგარეჯო – ვახტანგ კაკუტაშვილი; თელავი – ვაჟა მაღრაძე;

რუსთავი – ნინო ლაცაბიძე; გარდაბანი – დავით კარგარეთელი; დმანისი -კობა მურადაშვილი; წალკა – ილია საბაძე; მარნეული – დაური ისმაილოვი; თეთრიწყარო – მიხეილ აფციაური; ბოლნისი – ზამური ჭითანავა;

მცხეთა – გოგი აბუაშვილი; დუშეთი – კახაბერ ჩიტაური; ყაზბეგი – კობა გელაძე;

გორი – კონსტანტინე ბუზალაძე; ქარელი – ზაზა გულიაშვილი; კასპი – ვახტანგ მაისურაძე; ხაშური – პაატა ჩადუნელი;

ადიგენი – გოჩა ქიმაძე; ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე; ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი; ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი​; ახალციხე – ვარლამ წიკლაური; ბორჯომი – მამუკა გელაშვილი;

ქუთაისი – დავით ერემეიშვილი; საჩხერე – ლევან ივანაშვილი; ჭიათურა – გივი მოდებაძე; ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი; თერჯოლა – მანუჩარ რობაქიძე; ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი; სამტრედია – დავით ბახტაძე; ხონი – ლადო ჯურხაძე; წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე;

ბაღდათი – ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონი – ვახტანგ ღამბაშიძე; ტყიბული  – დავით კუბლაშვილი;

ცაგერი  – ჭაბუკი ჭაბუკიანი; ლენტეხი  – გიორგი გაზდელიანი; ამბროლაური  – ზაზა ქევანიშვილი; ონი  – დავით ლობჟანიძე;

ფოთი  – ბექა ვაჭარაძე; ხობი  – დავით ბუკია; სენაკი  – ვახტანგ გადელია; აბაშა  – გიგა გაბელაია;

მესტია  – კაპიტონ ჟორჟოლიანი; ზუგდიდი –  დათო კოდუა; ჩხოროწყუ  – ჯუმბერ იზორია; მარტვილი  – გიორგი ნაჭყებია; წალენჯიხა  – გუბა საჯაია;

ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი; ოზურგეთი  – პაატა კუნჭულია; ჩოხატაური – მინდია ჟღერია;

ქობულეთი  – ირაკლი ცეცხლაძე; ხელვაჩაური  – ზაზა დიასამიძე; შუახევი  – ომარ ტაკიძე; ქედა  – მამუკა თურმანიძე; ხულო  – ვახტანგ ბერიძე; ბათუმი – გიორგი ცინცაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g