LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მიზანი ვირუსის გავრცელებაა

93
77e3798bb9782084333898c5f75d9aab-XL

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ ბათუმში წინასაარჩევნო შეხვედრა ჩაატარა.

პარტიას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევაში ადანაშაულებენ.

გამოითქვა კრიტიკა, იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხმრავალ აქციაზე სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ, ამასთან, უმრავლესობა პირბადის გარეშე იყო.

“ქართულ ოცნებაში” საგანგებო ბრიფინგზე, ირაკლი კობახიძე სწორედ აღნიშნულ აქციას შეეხო. კობახიძე თვლის, რომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ხალხმრავალი აქციის გამართვა, რეგულაციების დაცვის გარეშე, მავნებლობაა.

„გვსურს, შევაფასოთ ნაციონალური მოძრაობის გუშინდელი მავნებლური ქმედება და გამოვეხმაუროთ საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას ბათუმში გამართულ აქციასთან დაკავშირებით. იმ პირობებში, როდესაც ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის თუ პოლიტიკოსის მთავარი საზრუნავი თავისი თანამოქალაქეების მოფრთხილება და ვირუსის მაქსიმალური შეკავება უნდა იყოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშან-თვისებაა.

ქალაქში, სადაც დღეს ყველაზე მეტადაა გავრცელებული კოვიდი, 1500 ადამიანის – მათ შორის მოხუცებისა და ბავშვების ყოველგვარი საყოველთაოდ ცნობილი წესების დაცვის გარეშე შეკრება, ბათუმში რამდენიმე ასეული ადამიანის ჩაყვანა და უკან დაბრუნება, არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის უპასუხისმგებლო ქმედება. ეს არის ბევრად მეტი, ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რაიონებში გადატანაა. ეს არის საკუთარი ურეიტინგობით სასოწარკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g