„პასუხისმგებლობას ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე, რა თქმა უნდა, ვერ გაექცევიან ის პოლიტიკისები, რომლებიც ამ ძალადობას აორგანიზებდნენ, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ასევე აღნიშნა, „ამ დღეების განმავლობაში ოფისებში იმალებოდნენ მდიდარი „ენჯეოების“ ლიდერები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ღონისძიებების, მათ შორის, ძალადობრივი ღონისძიებების მხარდაჭერაში“:
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მდიდარი „ენჯეოების“ მიერ.
ასევე ნახეთFrance Inter-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ის რუსეთის დახმარებით და რუსული სისტემით ოსტატურად მოიპარეს“.
რა თქმა უნდა, ოფისებში შემალული მდიდარი ენჯეოების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში.
მაგრამ ამ ფაქტზე კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება – ოპოზიციის და მათი „ენჯოების“ ლიდერები იყვნენ ოფისებში შემალული ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციის და კანონის შესაბამისად.
ამ ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა და NGO-ებმა გაწირეს ათობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.