LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – ოთხ მოსამართლეს როდესაც აშშ-მა სავიზო შეზღუდვები დაუწესა, ამდენი ხანი გავიდა და ნული მტკიცებულებაა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ჩვენ ყოველთვის დავიცავთ

141
Capture

აშშ-მა როდესაც ოთხ მოსამართლეს დაუწესა სავიზო შეზღუდვები, ჩვენ მოვითხოვეთ მტკიცებულებები. ამდენი ხანი გავიდა და ნული მტკიცებულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის იმდენად მაღალი სტანდარტია, რომ უკიდურესად გართულებულია ნებისმიერი ტიპის სანქციის დაწესება ჩვენს სასამართლო სისტემაში მოსამართლის მიმართ.

„როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს და სავიზო შეზღუდვას უწესებ ოთხ მოსამართლეს, სამ მოქმედს და ერთ – ყოფილს, ეს მეტყველებს, რომ არ არის დაცული სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. ჩვენ ყოველთვის მყარად დავიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები 2023 წლის 5 აპრილს დაუწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g