LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ოთხ წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი, 4%-იან ნიშნულს ჩამოსცდება უმუშევრობა“

121
ირაკლი კობახიძე

„ჩვენი პროგრამის მიხედვით დაგეგმილია 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არის სავსებით რეალური“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, გასული 2.5 წელიწადის განმავლობაში შეიქმნა 170 000 ახალი სამუშაო ადგილი.

„შესაბამისად, უკვე გაკეთებული საქმე გვაძლევს ამ მიზნის თამამად დასახვის საშუალებას და აბსოლუტურად რეალურია, რომ ოთხ წელიწადში შეიქმნება 200 000 ახალი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, ოთხპროცენტიან ნიშნულს ჩამოცდება უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე დაბალი მაჩვენებელი.

მართალია, ესეც არის ამბიციური მიზანი, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი და შესრულებადი. საშუალო ხელფასი ოთხი წლის თავზე გაიზრდება 3 500 ლარამდე, დღევანდელი მაჩვენებელი არის უკვე 2000 ლარზე მეტი, თუმცა ზრდა ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი და ჩვენი პროგრამის თანახმად, ოთხი წლის თავზე საშუალო ხელფასი 3 500 ლარს გადააჭარბებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – „ჩვენი მიზანია, ოთხ წელიწადში 130 მილიარდ ლარამდე გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა, ტენდენციები არის ძალიან კარგი, ათი თვის მონაცემებით, გვაქვს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა“

„პირველ რიგში, მინდა, ყველას მოგილოცოთ ქართველი ხალხისა და საქართველოს პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადება, რაც გვაკისრებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას“

პრემიერმა ასევე სიღარიბის შემცირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ „რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შემცირდება სიღარიბეც“:

„ჩვენი ამბიციური და შესრულებადი მიზანია სიღარიბე ჩამოცდეს 4%-ს ოთხი წლის თავზე, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ. ამისთვის მნიშვნელოვანია მთელი რიგი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერება.

ამ კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით იმ მოვლენების ფონზე, რომელიც ვითარდება მსოფლიოსა და რეგიონში, ამისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციები იდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.

ირაკლი კობახიძე: „საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება“

გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აეროპორტების მშენებლობა-გაფართოებასთან დაკავშირებით, ანაკლიის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, შავი ზღვის კაბელის პროექტი. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დამატებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ზრდას.

ენერგეტიკის სფეროში გვაქვს ძალიან ამბიციური მიზნები. 8 000 მეგავატს უნდა გადააჭარბოს ენერგეტიკულმა განვითარებამ და ელექტროენერგიის გამომუშავებამ ოთხ წელიწადში. ეს არის ასევე ამბიციური, მაგრამ აბსოლუტურად განხორციელებადი მიზანი. უკვე დაწყებულია მუშაობა ამასთან დაკავშირებით და პროცესები, რა თქმა უნდა, გრძელდება“. – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g