LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე PACE-ის დეკლარაციაზე – რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით

118
1715888228-irakli-kobaxidze-1024x682 (2)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ დეკლარაციას ეხმიანება.

როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, განცხადებას, რომელიც სავსეა ტყუილებით და სიცრუით, ფასი არ აქვს.

მისი თქმით, დოკუმენტს მხოლოდ 24 დეპუტატი აწერს ხელს.

“ერთი, რომ 24-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, 24-იც რომ არ ყოფილიყო და რომ ყოფილიყო თუნდაც 240 ან 600, რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით. არჩევნებამდე მხოლოდ 3 კვირა არის დარჩენილი და უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს წინასაარჩევნო პროცესი”, – განაცხადა კობახიძემ.

PACE-ის დეკლარაცია – საგანგაშო ცნობები მოდის საქართველოდან, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები