LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე: „ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ, რასაც მისი წინამორბედები 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ, ამ ელჩმა ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა“

108
ირაკლი კობახიძე

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეხმაურება.

„30-წლიანი განსაკუთრებული პარტნიორობა, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩის ხელში ძალიან დაბალ ნიშნულზე დავიდა… იმედი გვაქვს, რომ ეს არის გადატვირთვის სიგნალი“ – პაპუაშვილი ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევაზე

ირაკლი კობახიძის თქმით, გერმანიის ხელისუფლებამ სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე სიტყვებით, როდესაც ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვა, საქართველოს ხელისუფლება მასთან თანამშრომლობისათვის ღია იქნება.

„ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ. ხედავდით, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ადამიანის ყოფნა გერმანიისთვის კონტრპროდუქტიული იყო. არცერთ ელჩს არ დაუზიანებია ქართულ-გერმანული ურთიერთობა, პირიქით, თუ გავიხსენებთ წინა ელჩებს, ყველას თავისი დადებითი წვლილი შეჰქონდა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში და რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ის ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა. თუმცა, ყველაფერი ძალიან მალე აღდგება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თანამშრომლობას, პარტნიორობასა და მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები. დარწმუნებული ვარ, რომ რისი მოშლაც სურდა ბატონ ფიშერს, ის ყველაფერი ძალიან მალე აღდგება.

არ ვიცი, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას გერმანიის ხელისუფლება, თუმცა, როდესაც ახალი ელჩი ჩამოვა, ჩვენ რა თქმა უნდა, ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g