LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: პირველადი ანალიზით გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის 8% არის შეძლებული – სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას

107
ირაკლი კობახიძე (1)

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ისაუბრა სოციალური დახმარების სისტემაზე და აღნიშნა, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას და განახლებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კოვიდპანდემიის დროს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, ხოლო დახმარების მიმღებთა შორის 8%-ს არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, არამედ შეძლებულია.

„სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო. კოვიდის დროს გაიზარდა, 2020 წელს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა. მას შემდეგ ერთგვარი მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე. რეალურად ბაზა არის გადასახედი, არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული.

ჩვენ, ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ სოციალური დახმარების მიმღებთა შორის მხოლოდ 8% არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული. არათუ, სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ამ 700-800 ათასიდან დაახლოებით 8% შეძლებულია.

რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიმღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც 2020 წლის შემდეგ არსებითად არ მომხდარა. ბუნებრივია, ესეც არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: „საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი“

ირაკლი კირცხალია: მთავარია დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g