LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტი პირველი უნდა მოგვიწოდებდეს კანონის პატივისცემისკენ, ის კი, ჩვენგან რეგლამენტის დარღვევას ითხოვს

56

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი და ადამიანი, რომელიც პირველი უნდა მოგვიწოდებდეს ჩვენ კანონის პატივისცემასა და დაცვაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სხდომის შესვენების დასრულების შემდეგ განაცხადა.

კობახიძემ განმარტა, რომ პარლამენტის დარბაზში დღეს განვითარებულ მოვლენებს, პრეზიდენტის მიერ სხდომის დატოვებასა და მისი მხრიდან დეპუტატების გამოსვლისას პასუხის გაცემის შესაძლებლობის მოთხოვნას, ორი მხარე აქვს – სამართლებრივი და პოლიტიკური.

„ვფიქრობ, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით და ტაქტიკური თვალსაზრისით, ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ გადავუხვიოთ რეგლამენტს და გავაგრძელოთ მუშაობა სხვა გზით, არა რეგლამენტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, არავის მიეცემოდა არავითარი საბაბიც კი იმაზე საუბრის, რომ თითქოს, არის რაღაც ე.წ კინკლაობა ინსტიტუტებს შორის. ცდილობენ ჩვენ შეყვანას ასეთ პროცესში, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა და ამას ხედავს, როგორ უმრავლესობა, ისე უმცირესობა, ჩვენ დადებითი გადაწყვეტილებით შეგვიძლია ამის საბაბი მთლიანად მოვსპოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g