LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: რატომ მინდა პრემიერობა? – პრობლემების დასაძლევად

176
BeFunky-collage

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მინდა პრემიერობა? – პრობლემების დასაძლევად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა.

კობახიძის განცხადებითვე, მთავრობისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფასების ზრდის შეჩერება და მას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„მონოპოლიები მნიშვნელოვანი საკითხია. მუშაობაა საჭირო. სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ფასების დაწევის მიზნით, ამ საკითხებთან დაკავშირებით აქტიური სამუშაოები განახორციელა საქართველოს მთავრობამ, თუმცა კვლავ რჩება გამოწვევები. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ იმას, რომ მონოპოლიებმა არ შეუშალოს ხელი ჩვენი ეკონომიკის განვითარებას, არ მოხდეს ფასების ხელოვნური ზრდა. ეს არის გამოწვევა და ეს ყურადღებას საჭიროებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, თუ სადმე გვაქვს განსაკუთრებული სირთულეები, პირველ რიგში ეს არის დემოგრაფიაა.

„რაც შეეხება იმას, რომ ხალხის გარბის საქართველოდან. დემოგრაფიის კუთხით ჩვენ გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არც მიგრაციის მაჩვენებლით, არც შობადობის მაჩვენებლით, არც ქორწინება-განქორწინების მაჩვენებლებით. ციფრებს, სტატისტიკას თუ დახედავთ, ნახავთ, რომ არის ძალიან სერიოზული გამოწვევები. თუ სადმე გვაქვს განსაკუთრებული სირთულეები, პირველ რიგში ეს არის დემოგრაფია, რომელსაც სჭირდება, ჩვენი, საქართველოს მთავრობის განსაკუთრებული ყურადღება.

წინა ხელისუფლების პერიოდში, 2004-2012 წლებში საქართველოს მოსახლეობა 225000 ადამიანით შემცირდა, მაშინ როცა 2014 წლიდან ეს ტენდენცია შეჩერდა და 2014-2023 წლებში მოსახლეობა 19500 ადამიანით გაიზარდა.

ფიქსირდება ზრდა და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენ მივიღეთ ამ პერიოდში ვიზალიბერალიზაცია, რაც ბუნებრივია ხელს უწყობს ამ მიგრაციას, რადგან ადამიანები მარტივად, შედარებით იოლად გადიან ევროპის ქვეყნებში, რაც მანამდე ხელმისაწვდომი არ იყო. ვიზალიბერალიზაციის მიუხედავად ჩვენ მოვახერხეთ ნეგატიური ტენდენციის შეჩერება მიგრაციის კუთხით. სურათი არ არის კარგი, მაგრამ ტენდენცია შევაჩერეთ, 2014 წლის მერე საქართველოს მოსახლეობა გაიზარდა 19500 ადამიანით, მაშინ, როცა 2004-2012 წლებში მოსახლეობა შემცირდა 225000-ზე მეტი ადამიანით, კმაყოფილი არა ვართ, ბედნიერი მით უმეტეს, არის ცუდი სურათი მთლიანობაში დემოგრაფიული კუთხით, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დემოგრაფიული ვითარება ჩვენ ქვეყანაში გავაუმჯობესოთ და განსაკუთრებით შემდეგ 4 წლიან პროგრამაში ამისათვის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები იქნება შემოთავაზებული“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები