LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „როგორც კი დასრულდება მეორე ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს საქართველო – ევროკავშირის და საქართველო – აშშ – ის ურთიერთობების გადატვირთვას“

159
ირაკლი კობახიძე

„როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ მივიღებთ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას. აქედან გამომდინარე, დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი. ჩვენი ამოცანაა გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

პრემიერის თქმით, „უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ“

„როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ჩვენ მივიღებთ შედეგად სრულიად სხვა მოცემულობას. აქედან გამომდინარე, დროებით მოვლენებზე, როგორიც არის მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუცია, განსაკუთრებულ ყურადღებას არ გავამახვილებდი.

ჩვენი ამოცანაა გადავტვირთოთ ურთიერთობები და ეს მოხდება აუცილებლად მომავალი წლიდან. უკრაინის ომი არის მთავარი მიზეზი, რატომაც კონკრეტულ ძალებს აქვთ განსხვავებული ინტერესი საქართველოს მიმართ.

როგორც კი დასრულდება მეორე ფრონტი, მაშინვე დასრულდება მეორე ფრონტის ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს ხელს შეუწყობს საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვას“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g