„ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ალბანეთში განუცხადა.
პრემიერმა, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტში მონაწილეობს ამბობს, რომ ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის და კონკრეტულად ევროკავშირისთვის:
„იყო გარკვეული შეზღუდვა კომუნიკაციაში, როგორც ჩანს, მოსწყურდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთან ურთიერთობა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ევროპისთვის, კონკრეტულად ევროკავშირისთვის. რეგიონში ჩვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ყველა აცნობიერებს იმას, რომ საჭიროა საუბარი საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებთან და ალბათ ამის გამოხატულებაა ის, რომ ხშირად ინიციატივები მოდიოდა სწორედ ევროპელი ლიდერების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ის მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით გამოვიდა და სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის უკრაინის ომსა და ევროპის განვითარების პერსპექტივაზე საქართველოს გადმოსახედიდან.
„სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან, რომ აქ გვაქვს მოსაზრებების გაცვლის საშუალება, ერთმანეთთან საუბრის საშუალება. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების მოსაზრებები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით და, ასევე, მე მქონდა ოცდაათამდე ლიდერთან გასაუბრების საშუალება.
რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომლებიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის და საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან – ყველა ამ თემას შევეხეთ. ასევე, მრგვალი მაგიდის ფორმატში გვქონდა გამოსვლის საშუალება, სიტყვით გამოვედი სხვადასხვა თემაზე, ვისაუბრე ევროპის განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს გადმოსახედიდან, ასევე საუბარი მქონდა უკრაინის ომთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებზე და საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე. რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით იმას, რომ არის გარკვეული მნიშვნელოვანი უსამართლობა საქართველოს მიმართ, რაც უნდა შეიცვალოს.
ბუნებრივია, პრეზიდენტ მაკრონთანაც, როგორც სხვა ლიდერებთან, მქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას, რეგიონში ჩვენს როლს და ა.შ. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზოგადად, შემიძლია გითხრათ, საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას. ეს შეეხება როგორც პრეზიდენტ მაკრონს, ასევე რობერტა მეცოლასა და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მან პოლიტიკურ ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით.
„როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა ლიდერებთან, გვქონდა საუბარი იმ თემებზე, რაც შეეხება საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივას და ჩვენს როლს რეგიონში“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით გზავნილების გაზიარებას:
„გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არ გვაქვს გასაჯაროების უფლება, თუმცა ზოგადად, რა თქმა უნდა, შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას, როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან“, – განაცხადა პრემიერმა.