„ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20% რუსეთის ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივყვებით“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პანელურ დისკუსიაზე, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში იმართება, კობახიძემ ასევე აღნიშნა, „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, სახელმწიფო რუსეთთან ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ახორციელებს და სავაჭრო პარტნიორობა აქვს“:
„საქართველო პატარა ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების მთელ პაკეტზე 50-მდე ქვეყანასთან და რეგიონთან, ევროკავშირთან, მათ შორის, დსთ-ს ქვეყნებთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ჩინეთთანაც. საქართველო სტრატეგიულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ყოველთვის ასე იყო, ევროპას – აზიასთან, დასავლეთს – აღმოსავლეთთან, როგორც ეკონომიკურად, ასევე სხვა მიმართულებით აკავშირებს.
ამ ფუნქციის აღდგენა მაქსიმალურად უნდა მოხდეს, ამის ერთადერთი საშუალება ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორობის გაღრმავებაა მთელს მსოფლიოსთან, ეს არის ჩვენი ხედვა. ასევე, უვიზო მიმოსვლა გვაქვს 50 ქვეყანასთან მსოფლიოში. ეს არის ჩვენი საერთო ხედვა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ პოლიტიკური პარტნიორობაც სხვადასხვა ქვეყანასთან. იგივე ხედვა გვაქვს რეგიონში.
კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი პატარა რეგიონი საკმაოდ კომპლექსურია, არსებული კონფლიქტებიც არის რეგიონში სხვადასხვა ქვეყანას შორის. საქართველო ყოველთვის თამაშობდა პოზიტიურ როლს მშვიდობის დამკვიდრებაში სამხრეთ კავკასიაში, ყველა ჩვენი მეზობელი ქვეყანა ჩვენს პოზიტიურ როლს აფასებს, რადგან მშვიდობის იდეის ირგვლივ თანამშრომლობა ღრმავდება.
ირაკლი კობახიძე: „ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდეთ – ამ მიმართულებით გარკვეული გამოწვევებია, მაგრამ იმედი გვაქვს, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობის აღდგენით ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება“
„მშვიდობა, კეთილდღეობა არ ის, რაზეც აქცენტი ყველამ უნდა გააკეთოს“
ამიტომ, ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით, ჩვენი ტერიტორიის 20% რუსეთი ფედერაციის მიერ არის ოკუპირებული, ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მივუყვებით. რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან.
ჩვენი ხედვის ნაწილი ესეც არის. უნდა ვახსენო, რომ ეს ხედვა მუშაობს, ეკონომიკურად საკმაოდ კარგად მიდის წინ, თუ ავიღებთ 2021 წლის მონაცემებს, საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021 წლიდან 9,4%-ია რაც არამხოლოდ რეგიონისთვის, არამედ ევროპისთვისაც მაღალი მაჩვენებელია. ეს არის საკვანძო საკითხი ჩვენს პოლიტიკაში, ყურადღების კონცენტრირებას ამაზე ვაკეთებთ, ღრმავდება მშვიდობის ფორმატი მთელ რეგიონში“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ეს დიდი ბრიტანეთის იმიჯს დიდ დარტყმას აყენებს“ – ალუდა ღუდუშაური სანქციებზე