LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის“

168
ირაკლი კობახიძე

„თუ რუსეთი სადმე ერევა, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც განადგურებისთვის გაწირეს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს რეალური პრობლემა, რომელიც ყველას წინაშე დგას, განადგურებული უკრაინაა.

„საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა, ტყუილებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე, ეს არის განადგურებული უკრაინა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, 6 იანვარს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა:

„ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის ქცევამ რადიკალური ცვლილება განიცადა, რომელიც უფრო მკაცრი გახდა, ასევე, ბევრად უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება. ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ. ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით“.

„ემანუელ მაკრონი ხაზს უსვამს, რომ ახალი არჩევნები შეიძლება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი იყოს“ – საფრანგეთის ელჩი საქართველოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g