LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს – გვინდა, თსუ-ს აღვუდგინოთ მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც თავის დროზე შეიქმნა ჯავახიშვილის მიერ

113
ირაკლი კობახიძე

კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ტექნიკური მიმართულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს. თავის დროზე ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„43% არის ტექნიკური მიმართულება, ხოლო 57% არის სამართალი, ეკონომიკა, აგრარული და სხვა დისციპლინები, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომელიც თავის დროზე ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

დავით გურგენიძე: „მე მინისტრს როგორც ვესაუბრე, მზად არის მოისმინოს როგორც თსუ-ს, ისე სტუ-ს აზრი, შემდეგ კი შეჯერდეს და მოახსენოს პრემიერს“

„ჩემო ძვირფასო, ახალგაზრდებო, ჩვენთან, მინისტრის მოადგილეს ზვიად გაბისონიას სულ სხვა პოზიცია და სხვა აზრი ჰქონდა. “

ეს არის მარტივი სტატისტიკა. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ტექნიკური მიმართულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს. თავის დროზე ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორის პოზიციაზე და მის შემდეგ აირია ყველაფერი. ჩვენ გვინდა, რომ თსუ-ს აღვუდგინოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც თავის დროზე შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს“ – თსუ-ს პროფესორების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. ამასთან, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.

ნინო წილოსანი: „სტუდენტები, ალბათ, უნივერსიტეტების გაერთიანებით ყველაზე მოგებული და გახარებული აღმოჩნდებიან, რადგან დიპლომებს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით მიიღებენ“

თაზო დათუნაშვილი: „ორი სუსტის გაერთიანებით ძლიერი არ იქმნება, ორი ასწლოვანი უნივერსიტეტი, ცალსახად, სავალალო მდგომარეობაში იყო საერთაშორისო რეიტინგებით თუ სწავლის ხარისხით და ახლა ამ ქვედა ზღვარსაც ჩატეხავს“

გიგა ფარულავა: თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის უნივერსიტეტის გადარჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g