LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა, აბსოლუტურად რეალურია – მთავარია პრაგმატული პოლიტიკა, თანმიმდევრულობა, სიმშვიდის შენარჩუნება“

129
ირაკლი კობახიძე

„აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ აღნიშნა, აეის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები.

სერგეი შამბა: „თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი მიესალმება ამას, როგორც შერიგების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს – აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება“

„რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ეს არის ისეთი თემა, რაზეც საჯაროდ საუბარი არის რთული. არის უამრავი ნიუანსი, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონული, გლობალური ვითარების ცვლილებაზე, თუმცა არის ყველანაირი რესურსი იმისათვის, რომ აქ გამოიკვეთოს დადებითი ტენდენციები.

„ამაყი ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას“ – ბიძინა ივანიშვილი

„კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 12 წლის წინ საქართველოში, როდესაც ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, მკვლელობა, წამება, ქონების წართმევა,, ბიზნესის რეკეტი, ამ ქვეყნის ყოველდღიურობა იყო“

1988 წელს დაიწყო მასშტაბური დისიდენტური მოძრაობა და მაშინაც კი არავის სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა დაშლილიყო, თუმცა 1991 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირი დაიშალა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ასეთი ტიპის პროცესებზე. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად რეალურია მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

შალვა პაპუაშვილი: „მშვიდობისთვის ბრძოლასთან ერთად დღეს ღირებულებებისთვის ბრძოლაცაა, მაგრამ ღირებულებებთან მტრობა, არა ცეცხლით და მახვილით, არამედ ჩუმად, მზაკვრულად, ტკბილ სიტყვებს ამოფარებით მიდის“

მთელი ჩვენი ძალისხმევა ამ ორი ეროვნული ამოცანის მიღწევისკენ უნდა იყოს მიმართული – სიღარიბის დაძლევა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მთავარია პრაგმატული პოლიტიკა, თანმიმდევრულობა, სიმშვიდის შენარჩუნება და მოთმინების გამოვლენა. ასეთ შემთხვევაში ყველაფერი არის აბსოლუტურად რეალური“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g