LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება“

175
ირაკლი კობახიძე

„უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ არ შედგა და არც არასდროს შედგება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ოთხი წლის განმავლობაში სამი რევოლუციური პროცესი ვიხილეთ და ეს ყველაფერი უცხოური დაფინანსებით ხდებოდა“.

„იყო კოორდინირებული და წინასწარ გაწერილი გეგმა, უცხოური დაფინანსება იყო ჩართული ამ გეგმის რეალიზებაში. სწორედ ამიტომ არ უნდოდათ ვიღაც-ვიღაცებს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, რომ ბუნდოვანი ფორმით ყოფილიყო დაფინანსებული რევოლუციური პროცესები საქართველოში. ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში სამი რევოლუციური პროცესი ვიხილეთ და ეს ყველაფერი ხდებოდა, სამწუხაროდ, უცხოური დაფინანსებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ.

ჩვენ ვართ ღირსეული ქვეყანა, ვამაყობთ საკუთარი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და რა თქმა უნდა, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას ბოლომდე გავუფრთხილდებით. არავის მივცემთ უცხოური ჩარევით ჩვენი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შერყევის შესაძლებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g