LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „საუკეთესო ვარიანტი იქნება გახარიას პარტიასაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც შეუწყდეს მანდატები – არცერთი უცხოელი აგენტის ადგილი პარლამენტში არ არის“

190
ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია

„ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პარტიასაც [„გახარია საქართველოსთვის“], „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში შეუწყდეს მანდატები – არცერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნულით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, რომ გახარიას პარტიას საპარლამენტო მანდატების გაწვევაზე განაცხადი ამ დრომდე გაუკეთებია.

გარდა ამისა, კობახიძემ განმარტა, რა ვარიანტები არსებობს, რომ გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეთ.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა – რომელ ოპოზიციონერ  დეპუტატებს შეუწყდებათ სადეპუტატო მანდატი

ირაკლი კობახიძე: „პარლამენტში არ არის არცერთი „ნაცის“ ადგილი, თუმცა, 12 „ნაცი“ მაინც რჩება – გახარიას პარტიას არ დაუწერია განცხადება საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაწერენ, მყისიერად შეუწყდებათ“

„თუ შემოიტანენ განცხადებას მყისიერად შეუწყდებათ მანდატები, თუ გააცდენენ სესიის სხდომების ნახევარზე მეტს, აქაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.“

„რა თქმა უნდა, მანდატების შეწყვეტას ალტერნატივა არ ჰქონდა, რაც შეეხება გახარიას პარტიას, არც მისი ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში. ზოგადად, არცერთი უცხოელი აგენტის ადგილი არ არის საქართველოს პარლამენტში, უნდა იყვნენ ექსკლუზიურად წარმოდგენილი მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ემსახურებიან.

ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ორი თეორიული ვარიანტი არსებობს იმისთვის, რომ მათაც შეუწყდეთ მანდატები, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. პირველი: თუ გააცდენენ ამ სესიის განმავლობაში სხდომებს და მეორე: თუ განცხადებას დაწერენ.

„ამასობაში, ნაცობა აღიკვეთა საპარლამენტო რეალობიდან თან, სულ მათ სიმღერა სიმღერაში…“ – ნინო წილოსანი 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტაზე

ვფიქრობ, საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენი დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებისთვის, რომ ამ პოლიტიკურ პარტიასაც – „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც საქართველოს პარლამენტში, შეუწყდეს მანდატები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „მთელი ოპოზიცია უმძიმეს მდგომარეობაშია“:

„ყველა მინდა შევახსენო, რომ მათ თვითონ ჩაიყენეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. ჩვენც დავეხმარეთ. ჩვენი წვლილიცაა ამ ყველაფერში. მაგრამ, პირველ რიგში, „დიფ სთეითმა“ თავისი ხელით გაანადგურა რადიკალური ოპოზიცია. „დიფ სთეითის“ სურვილი იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაებრუნებინა ხელისუფლებაში, თუმცა სინამდვილეში საკუთარი ხელით გაანადგურა რადიკალურ ოპოზიცია.

მამუკა ხაზარაძე: „გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის – ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით“

რაც შეეხება შიდა კინკლაობას, რაც რადიკალურ ოპოზიციაშია, ეს მათი სისუსტის გამოვლინებაა. რაც შეეხება გახარიას პარტიას, მათ აქვთ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად შექმნილი კოალიცია დღემდე, ოთხ მუნიციპალიტეტში. ასეთ დროს, მათი სპეკულაციური ბანერები არავითარი შინაარსის მატარებელი არაა.

საინტერესო ესაა, რომ როგორც კი მცირე ბულინგი წამოვიდა „ნაცმოძრაობის“ სხვა განშტოებების მხრიდან, მაშინვე დაიხიეს უკან. რატომ? – იმიტომ, რომ ისინი არიან ერთიანი, კოლექტიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ჰქვია. მხოლოდ პირობითია მათ შორის სხვაობა.

რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართაც დიდად სიმპათიებს არ გამოხატავენ, მაგრამ ეს პერსონალური საკითხია. პოლიტიკურად, ისინი ერთიანი ძალის შემადგენელი ნაწილი არიან ერთი მიზეზის გამო – მათ ჰყავთ საერთო პატრონი, შესაბამისად, მათ არ აქვთ არავითარი დამოუკიდებლობის ხარისხი“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის სამართლებრივი შეფასების მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g