LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე შეკითხვაზე, ელოდება თუ არა სანქციებს: „თქვენ ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს ველოდები“

131
ირაკლი კობახიძე

„ორბანს მადლობა გადავუხადე მისი მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის ხალხის და ქვეყნის მიმართ. მისი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

ირაკლი კობახიძის სიტყვებით, „იმედი აქვთ, რომ ქართველ ხალხს და ქვეყანას მომავალშიც გამოუჩნდება ლობისტები, ძლიერი ლობისტები ევროკომისიაში, ევროკავშირში“.

„მარტო უნგრეთი არ იყო ჩვენი მხარდამჭერი, სხვებიც გვიჭერდნენ მხარს, ამიტომ, იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველ ხალხს კვლავ ეყოლება მხარდამჭერები ევროკომისიაში და ევროპულ საბჭოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – ელოდება თუ არა სანქციებს – ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „თქვენ ელოდეთ რასაც გინდათ, მე არაფერს ველოდები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g