„შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას უნდა დავუპირისპირდეთ, ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ მიერ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მომზადებულ კანონპროექტზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან თავსებადია:
„დღევანდელი პრაქტიკა არის ის, რომ არავითარი ზღვარი არ აქვს არც შეურაცხყოფას, არც ცილისწამებას და ეს არის საზოგადოების პრობლემა. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის პრობლემა, ეს არის საზოგადოების პრობლემა. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას, ცილისწამებას, ყველა ამ მანკიერ გამოვლინებას უნდა დავუპირისპირდეთ. ბუნებრივია, ეს უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.
ჩვენ რაზეც ვმსჯელობთ, ყველაფერი თავსებადია გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებასთან. ამ ძირითადი უფლების ფარგლებში ყველა საჭირო ზომა უნდა იყოს მიღებული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.