„სკოლების პოლიტიზება არის ყოვლად ამორალური ქმედება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს ქმედება კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს:
განათლების მინისტრი: „ყოვლად მიუღებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში“
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს და რომ სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც.
„სკოლების პოლიტიზება არის კიდევ ერთი თემა, რასაც კიდევ ერთხელ მინდა შევეხო. ეს არის ყოვლად ამორალური ქმედება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ლიბერალური ფაშიზმის სახეს ზოგადად და ლიბერალური ფაშიზმის სახეს ჩვენს ქვეყანაში“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძე პრეზიდენტზე: „მე მგონი, ეს ადამიანი საერთოდ ვეღარ აზროვნებს და წყობიდან არის გამოსული“