LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ

126
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას იმ ახალი კანონპროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ უახლოეს მომავალში დაინიცირდება.

„ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, მათ შორის მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები