LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – თბილისის ახალი აეროპორტის პროექტის პირველი ფაზა 2029 წლისთვის დასრულდება

112
ირაკლი კობახიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში ახალი აეროპორტის პროექტის შესახებ ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვისაა დაგეგმილი.

„იქიდან გამომდინარე, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 4 მილიონ მგზავრზე მეტის მასპინძლობა არ შეუძლია, ტურიზმის სფეროში მზარდ დინამიკას ახალმა ინფრასტრუქტურამ უნდა უპასუხოს. თბილისის ახალი აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე განთავსდება და მისი მშენებლობა  სწრაფ ტემპში წარიმართება. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2029 წლისთვის არის დაგეგმილი. საბოლოოდ, ახალი აეროპორტი, წლის განმავლობაში, 18 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლებს. ეს არის მასშტაბური პროექტი, რომელიც ემსახურება არამარტო თბილისის, არამედ ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ეკონომიკური პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებას“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g