LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ტერორიზმის საფრთხეზე: „ყველანაირი რესურსი გვაქვს, რომ ასეთ გეგმებს დავუპირისპირდეთ – პირდაპირი ძალისხმევა იყო, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო, რაც არ გავაკეთეთ და ამის გამო გვერდული ძალები გაღიზიანებული არიან“

150
ირაკლი კობახიძე

„გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით, ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც. ერთადერთი კორექტივი, რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია“, – ამ განცხადებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნულით პრემიერმა უპასუხა კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადებას ეხებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასეთი რამ როგორც „საერთაშორისო კონტექსტის, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერის გათვალისწინებით არავის უკვირს“.

„საქილიკოა?! აუცილებლად უნდა შედგეს ვინმეს მკვლელობა და უნდა მოხდეს მსგავსი აქტი, რომ მერე ვიშვიში დაიწყოთ?!” – ყაველაშვილი სუს-ში მიმდინარე გამოძიებაზე

„როგორც საერთაშორისო კონტექსტის, ისე ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით, არავის უკვირს რეალურად, რომ ასეთი გეგმები შეიძლება ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, გამოძიებას უნდა დავაკვირდეთ, მაგრამ გასაკვირი ეს ყველაფერი საერთოდ არ არის, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა ერთ-ერთი ევროკომისრის პირით, ჩვენ გარკვეული მესიჯიც შემოგვითვალეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პირდაპირი გაფრთხილება იყო, რაც შემდეგ ევროკომისარმა აღიარა კიდეც.

ერთადერთი კორექტივი, რაც იყო, მან აღნიშნა, რომ ტყვიას ისროდა არა კონკრეტული მკვლელი, არამედ პოლარიზაცია, ნუ რაც გასაგებია, რასაც ნიშნავს. შესაბამისად, ყველაფრის გათვალისწინებით, ამ გზავნილის, საერთაშორისო კონტექსტის, ადგილობრივი და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ასეთი რამ არავის უკვირს. ჩვენთვის მთავარია, ყველანაირი ზომა მივიღოთ ასეთი ტიპის ფაქტების პრევენციისთვის…

პრემიერი: „ევროკომისარმა ტერაქტთან დაკავშირებით გამაფრთხილა… ბოლო პერიოდში ორი ტერაქტი განხორციელდა, სლოვაკეთსა და აშშ-ში, ის გამოძიება, რომელიც სუსშია დაწყებული, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოსთვისაც ეს საფრთხეები აქტუალურია – გასაკვირი არაა, რომ ივანიშვილი იყო შესაძლო აქტის ადრესატი“

პრემიერმა სუსის მიერ „ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებზე“ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ადვოკატები დღეების განმავლობაში მალავდნენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმე ტერორიზმის მუხლითაც იყო აღძრული.

თქვენ იცით, რომ საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურები გამართულად მუშაობს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველანაირი რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ასეთ გეგმებს თავიდან ბოლომდე დავუპირისპირდეთ. რაც შეეხება იმას, ვის შეიძლება ასეთი ინტერესი ჰქონდეს, თქვენ ხედავთ, ვის აქვს ზოგადად, არასწორი, რბილად რომ ვთქვათ, ინტერესები საქართველოს მიმართ.

პირდაპირი ძალისხმევა იყო იმისათვის, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩართულიყო, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ, ამის გამო, გვერდული ძალები გაღიზიანებული არიან, თუმცა, ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვენი ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სუსი: „ვიძიებთ უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“

magti 5g