საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.
„ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტის სასტუმროში გამანადგურებელი ხანძრის გამო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს. თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს და სოლიდარულნი ვართ თურქი ხალხისადმი“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.
ტრაგედია თურქეთში – სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა