საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრიან კანდუსთან და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარესთან, ანდრიი პარუბისთან ერთად, რიყის პარკში, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.
რიყეზე იმყოფებოდნენ ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დედაქალაქის მერი კახა კალაძე.