„სამი წელი შესრულდა დღეს უკრაინაში ომის დაწყებიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის ისტორიაში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძემ გამოთქვა იმედი, რომ უკრაინაში მალე დამყარდება მშვიდობა.
„ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის, ჩვენი მეგობარი ხალხისთვის. უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად. ათ მილიონამდე უკრაინელი იქცა დევნილად, ლტოლვილად.
უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი დღეს არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ენერგეტიკა. უკრაინის საგარეო ვალი აღწევს ეკონომიკის თითქმის 100%-ს. 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი და წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი უკვე გადასცდება 100%-ს.
შალვა პაპუაშვილი: უკრაინის ომის პირველი დღეებიდანვე საქართველოს მოუწია, გაეძლო საშინაო და საერთაშორისო წნეხისთვის, რათა თავიდან აგვერიდებინა რუსეთთან კონფლიქტში ჩაბმა
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სრული სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს.
ჩვენ ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად, წარმატებით დასრულდეს ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და რომელიც უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას.
კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.