LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი“

107
ირაკლი კობახიძე

„სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო წილოსანი ადგილობრივ მწარმოებლებს: 60 დღე ქსელი თქვენს ფულს იყენებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მგონია, 60 დღე თქვენ იხდით ალბათ ბანკის სესხს, მაშინ, როდესაც თქვენი გაყიდული პროდუქციის თანხას ქსელი ატრიალებს თავის სასარგებლოდ

კობახიძის განმარტებით, მთავარი ამოცანაა შეიქმნას ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი.

„სამუშაო პროცესი პარლამენტში აპრილის ბოლომდე დასრულდება, თუმცა მანამდე ჩვენ ვმუშაობთ ვერსიებზე, გადაწყვეტებზე, რაც უზრუნველყოფს ფასების შემცირებას, მათ შორის, ჩვენთვის მთავარია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს. შეიძლება, რაღაც შედეგები იყოს უზრუნველყოფილი მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ფასების რეგულირების და დაწევის გრძელვადიანი მექანიზმი. ამაზე ვმუშაობთ პარალელურ რეჟიმში. საზოგადოებას წარვუდგენთ ინფორმაციას, როგორც კი ეს პროექტი საბოლოოდ დამუშავდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის

დროებითი საპარლამენტო კომისია პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართავს, ფასების შესასწავლად საერთაშორისო კომპანია მოიწვიოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g