LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „წარმოუდგენელია, როდესაც ესტონეთის საელჩო ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში არის აყოლილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს“

107
ირაკლი კობახიძე

„წარმოუდგენელი რამეა, როდესაც კონკრეტული საელჩო, ამ შემთხვევაში ესტონეთის საელჩო, ცდილობს განათლების რეფორმის პოლიტიზებას და ამ ყველაფერში აყოლილია რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს“, – ასე ეხმაურება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ესტონეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს სოციალურ ქსელში: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „განათლების რეფორმის პოლიტიზება სწორი არ არის“.

„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ უმაღლესი განათლების ხარისხი საქართველოში არ არის სათანადო და ამ კუთხით მსგავსი ვითარება გვაქვს ილიას უნივერსიტეტშიც, ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტებში, ეს ეხება, მათ შორის, თსუ-ს, ტექნიკურ უნივერსიტეტს და სხვა უნივერსიტეტებს, საჯაროს, კერძოს.

ჩვენ გვინდა ამ ვითარების გაუმჯობესება და როდესაც ამ პროცესის პოლიტიზებას ცდილობს ესტონეთის საელჩო, ეს გაუგებარიც არის, არასწორიც არის, ეს არის კიდევ ერთი იაფფასიანი მცდელობა, რომ პოლიტიკური სარჩული მიეცეს იმას, რასაც საერთოდ ვერ ექნება პოლიტიკური სარჩული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ესტონეთის საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ელჩის, მარგე მარდისალუ-კაჰარმის ფოტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, ტექსტით: „ჩვენ ვდგავართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g