LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: „ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში უზრუნველყოფილია საარჩევნო უბნის გახსნა, რეგისტრაცია აბსოლუტურად თავისუფალია, ყველაფერი დანარჩენი წმინდა წყლის სპეკულაციებია“

111
ირაკლი კობახიძე

„ყველა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში არის უზრუნველყოფილი საარჩევნო უბნის გახსნა“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ  საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო პრაქტიკას მიჰყვება. 

„რეგისტრაცია აბსოლუტურად თავისუფალია, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი საკონსულო და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა. იმის მიხედვით, თუ რამდენი ადამიანი გაივლის საარჩევნო რეგისტრაციას, იხსნება უბნები, ზოგიერთ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შეიძლება გაიხსნას 1-ზე მეტი უბანი, შეიძლება იყო 2,3,4 უბანიც კი.

ყველაფერი წარიმართება საარჩევნო პრინციპების დაცვით და არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ყველაფერი დანარჩენი არის წმინდა წყლის სპეკულაციები. ამაზე შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გესაუბროთ“. –  განაცხადა პრემიერმა.

magti 5g