LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: ყველა ლიდერს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე

145
Capture

„ყველა ლიდერს, მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერებს, ბატონ ბორელს, ბატონ მიშელს გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეგიონში ვითარების დამშვიდებასთან ერთად, მყისიერად შეიცვლება ყველაფერი.

პრემიერის თქმით, ეს ყველაფერი დადებითად აისახება პოლიტიკურ ვითარებაზე რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე.

„გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება, დამშვიდდება ვითარება, მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება”, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები