LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე:”გრძელვადიან პერსპექტივაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხზე შეიძლება ფიქრი”

62

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენის საკითხზე შეიძლება ფიქრი. ირაკლი კობახიძის თქმით,  თუკი საქართველოში იქნება შესაბამისი პირობები, რომ მმართველობის ასეთი სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია.

„პატრიარქს შევხვდით. ვისაუბრეთ ამ განცხადების შინაარსზე, მიზანზე, ჩვენთვის პატრიარქის თითოეულ სიტყვას, თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მმართველობის სისტემას თავისი უპირატესობები აქვს, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიას აქვს თავისი სერიოზული უპირატესობა. პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის სისტემაში, პოლიტიკურ სისტემაში. კონსტიტუციურ მონარქიას თავისი სერიოზული პლუსი აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g