LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

191
Untitled design (8)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაური მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან; ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან; თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალი…

Posted by საქართველოს მთავრობა on Saturday, February 24, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g