LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძემ შეურაცხყოფა მიაყენა ვენეციის კომისიას – ანა დოლიძე

175
dolidze_anaaa

ძალიან მინდა გავიცნო ის „გენიოსი“, ვინც დაწერა ახალი მესიჯი, რომლითაც გვეუბნება ირაკლი კობახიძე და მისი ამფსონები, რომ გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის მხოლოდ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც არ შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას,” – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის წევრების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ამით შეურაცხოფა მიაყენა ვენეციის კომისიას.

“კობახიძემ პირდაპირ შეურაცხყოფა მიაყენა სამართლის 40-ზე მეტ ყველაზე გამორჩეულ ექსპერტს ევროსაბჭოს ქვეყნებიდან, რომლებიც არიან მივლენილნი ვენეციის კომისიაში, ანუ შეურაცხყოფა მიაყენა ვენეციის კომისიას, თითქოს მან შეიძლება დაწეროს დასკვნა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირ სილის გაწნა, შეიძლება ითქვას, ჩვენს რეგიონში ევროსაბჭოს ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ექსპერტული ორგანოსთვის. სინამდვილეში ეს მესიჯი არის ერთ-ერთი ბოლო გამოსავალი, რომელსაც იყენებს ირაკლი კობახიძე, რომ გაამართლოს საკუთარი დღის წესრიგი. ეს დღის წესრიგი არის ის, რომ ამოიღოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის და კლანის დღის წესრიგს. ამიტომ ხდება ამ გზავნილების გამოცემა, ამ გზავნილების გამოთქმა დღეს, თუმცა ამით რა თქმა უნდა, ზიანდება ჩვენი სახელმწიფოს რეპუტაცია, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უშვებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ევროპული საერთაშორისო ორგანიზაცია შეიძლება გამოსცემდეს დასკვნებს, სადაც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის რამდენიმე მუხლი. ეს არის სრული აბსურდი,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g