LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძის განცხადება შეურაცხყოფაა იმ ადამიანების, ვინც ფაშიზმს შეეწირა – გიგა ბოკერია

58

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ უმძიმესი ვითარებაა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აკეთებს ისეთ განცხადებებს, როგორიც დღეს გააკეთა, – ასე გამოეხმაურა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელმაც ნიკა გვარამიას განცხადებებს უნიათო ფაშისტური განცხადებების ავტორი უწოდა.

„უმძიმესი ვითარებაა, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ეს ორ დიდ პრობლემაზე მიგვითითებს – ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვინც ამ დიდ უბედურებას, ფაშიზმს შეეწირა. მას არ ესმის, რომ ამით ჩვენ კი არ გვაყენებს ტკივილს, არამედ ამაიმუნებს და აბაიბურებს ამ ადამიანების ხსოვნას. ამიტომ არის მიუღებელი სიტყვის თავისუფლების ფარგლებშიც კი ამ სიტყვის ხსენება. მეორე პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება კრიტიკულ სიტუაციაში კარგავს სახეს და საქციელს და არიან სრულიად შეუწყნარებლები, მთლიანად ამოხტდნენ ყველანაირი სტანდარტიდან. აი ეს ორი პრობლემაა, როცა კობახიძის განცხადებებზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის მოწოდებას, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს დაგმობილი, ბოკერიას თქმით, „ცალკეული ტელევიზიის დირექტორის განცხადებები, ამ კონტექსტში განსახილველი არ არის”.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე” დაწერა: “ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს ან აფინანსებს, ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დაყვება და მხარს უჭერს, უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ”.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ნიკა გვარამიას ამ განცხადებას “ხელმოცარული და უნიათო ფაშისტის განცხადება” უწოდა. მისივე თქმით, ვინც ხელს აფარებს ფაშიზმს, თავადაც ფაშიზმის თანამონაწილეა. “სამწუხაროა, რომ ასეთი ადამიანები არასამთავრობოების ხელმძღვანელ პირებს შორისაც არიან”, -აღნიშნა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g