LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

117
11

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ლიეტუვის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს იურგა გრეიჩიენეს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიეტუვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ხელმძღვანელი გოდა ალექსაიტე,  TWINNING-ის პროექტის მუდმივი რეზიდენტი მრჩეველი იუსტინა პაულაუსკაიტე, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კალანდაძე და სააგენტოს მომხმარებლის დაცვის დეპარტამენტის უფროსი სერგო სანიკიძე.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ლიეტუვას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები ორმხრივ დონეზე განიხილეს, გარდა ამისა, სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ძალიან ვაფასებთ ლიეტუვასთან ურთიერთობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდამჭერია პოლიტიკურ და ეკონომიკურ დონეზე, გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზეა და ამ კუთხით საინტერესოა ლიეტუვის გამოცდილება. ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერილ ტვინინგის პროექტს, რომლის ფარგლებშიც საშუალება გვაქვს გავიზიაროთ ლიეტუვის გამოცდილება კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ჩვენი სააგენტოს განვითარებაში ლიეტუველი კოლეგების წვლილი დიდია. მათთან ერთად ამჟამად მომხმარებელთა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე ვმუშაობთ. მადლობა მხარდაჭერისთვის და საუკეთესო თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენი უწყებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა შეხვედრაზე ირაკლი ლექვინაძე.

პოპულალურები