4 ივნისს ტელეწამყვანებს, ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას მესამე შვილი, გოგონა შეეძინათ, რომელსაც ქეთო დაარქვეს.
ტელესახემ „გაგუას კლინიკაში“ იმშობიარა.
ვიდეო: ირაკლი მაქაცარიას ემოციები მესამე შვილის შეძენისას – ოჯახური კადრები კლინიკიდან
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მესამე შვილის, გოგონას მშობლები გახდნენ.
„გაგუას კლინიკა“ წყვილს მესამე შვილის დაბადებას ულოცავს და სოციალურ ქსელში ბედნიერ ოჯახთან ინტერვიუს გვიზარებს:
„გაგუას კლინიკაში ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას პატარა ქეთო მოევლინა სამყაროს. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბატონი დავით გაგუა და ჩვენი კლინიკის გუნდი კიდევ ერთხელ გახდნენ მათი ოჯახის სიხარულის თანამონაწილე, გაგუას კლინიკა მთელი გულით ულოცავს ოჯახს პატარა ქეთოს დაბადებას!“ – წერს „გაგუას კლინიკა“.
ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში „გაგუას კლინიკა“ ავრცელებს, ირაკლი მაქაცარია კლინიკის სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმზე საუბრობს:
„ახლა უკვე მესამე ქალბატონი, ჩვენი შვილი შემოგვემატა და რა თქმა უნდა კვლავ ამ კლინიკაში უსაყვარლეს და უთბილეს ექიმებთან და ყველა თანამშრომელთან, რომელიც მე და ლიზას და ჩვენს ოჯახს ძალიან გვიყვარს. მშობლებისთვის, რომლებიც პირველად ხდებიან თავის ცხოვრებაში მშობლები, როდესაც ბევრი რამ არ იცი და ბევრი რამ უნდა ისწავლო, პროფესიონალების მიერ სწორი რჩევის მოცემა და სწორი მართვა არის ალბათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – ამბობს ირაკლი მაქაცარია.
