LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნადირაძე: „26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ, ხალხის პრობლემებს მოაგვარებს“

120
ირაკლი ნადირაძე

„26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ, მოაგვარებს ხალხის პრობლემებს“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის ხაზზე „დაჯდომა“ და 2008 წლის ომზე საუბარი სურს.

„ქართულ ოცნებას“ სურს, რომ წინასაარჩევნოდ რუსული პროპაგანდის ხაზზე დაჯდეს და 2008 წლის ომზე გვალაპარაკოს, რომელზეც პასუხი გაცემული აქვთ ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებს, ასევე ევროსაბჭოსა და ეუთოს რეზოლუციებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მომავალზე და იმაზე, რომ ძალიან მალე, 26 ოქტომბრიდან გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც წარსულში კი არ დააბრუნებს ქვეყანას და რუსული პროპაგანდის მესიჯებს კი არ გაიმეორებს, არამედ მოაგვარებს ხალხის პრობლემებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ პერიოდში დაგროვდა“. – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჰაიდი ტალიავინის ბოლო ინტერვიუს შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა და კიდევ ერთხელ დააანონსა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიება.

მმართველი პარტია ომის დაწყებაში წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს და 2008 წლის მოვლენებს „წინასწარ დაგეგმილ ღალატს“ უწოდებს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: „აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე“

პოპულარულები