LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნოზაძე თამთასთან მეგობრობდა, შემთხვევამდე ნოზაძემ მას თავად დაურეკა და მისვლა სთხოვა – თამთა ჯანჯღავას მეგობარი

89

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული თამთა ჯანჯღავას ბიძაშვილი მისი ნათესავის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირს უარყოფს.

გვანცა რამიშვილი ამბობს, რომ თამთა ჯანჯღავა ირაკლი ნოზაძესთან მეგობრობდა და მისთვის გაუგებარია, რატომ მოხდა მათ შორის კონფლიქტი. ამასთან, რამიშვილის თქმით, შემთხვევამდე ნოზაძემ ჯანჯღავას თავად დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა.

“თამთა არც მომხმარებელი ყოფილა და არავითარი კავშირი არ აქვს ნარკოტიკებთან. ნარკოლოგიურშიც ჰყავდათ და არ ამოუგდო არაფერი. არ ვიცი, ნოზაძეს რატომ ეძახდა “ჩამოეთრიე შე ბარიგაო”. როგორც ვიცი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა. მანამდე თვითონ ირაკლიმ დაურეკა და უთხრა მოდიო. რომ მივიდა, დაემალა და მეგობარი ჩაუშვა დაბლა. სხვაგან იყო თამთა და მან დაურეკა. მეგობრები იყვნენ. მეც კი მისაუბრია მასთან, როცა თამთას ტელეფონზე დაურეკავს,” – განაცხადა გვანცა რამიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g