LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

193
okur

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.

პარტიის ინფორმაციით ირაკლი ოქრუაშვილს დაურეკეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, რისთვისაც 24 საათიანი ვადა მიეცა. მისი გამოკითხვაზე დაბარება კი, პარლამენტის წინ, გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

პარტიაში „გამარჯვებული საქართველო“ ამბობენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი უარს ამბობს საგამოძიებო უწყებაში მისცეს გამომძიებლებს ჩვენება და ის ითხოვს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხოს. როდის მოხდება მისი გამოკითხვა თარიღს ოქრუაშილის თანაპარტიელები ჯერჯერობით დაზუსტებით ვერ ამბობენ.

შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტის წინ, გუშინ განვითარებულ მოვლენებისის გამო, სხვადასხვა სამართალდარღვევისთვის 305 პირი დააკავეს. ასევე გამძიება დაწყებულია სისსხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

 

წყარო: 1tv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები