LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ოქრუაშვილი: „მარტო მე ამიკრძალეს ქვეყნის დატოვება. თუ მელიას, ჯაფარიძეს, ხაზარაძეს, გვარამიას, ვაშაძეს შეუძლიათ, რომ 3-ჯერ დაარტყან დედამიწას წრე, მე რატომ უნდა ვიმოძრაო მარტო ქუთაისი – თელავის მარშრუტზე?“

121
ირაკლი ოქრუაშვილი

„გირაო არ გადავიხადე, ხილვა მქონდა, ვიღაცამ ჩამომძახა – არ გადაიხადოო. ვინ ხარ-მეთქი, ვკითხე და „დიფ სთეითი“ ვარო. მაგათთან ხუმრობა არ შეიძლება. ამიტომ, ვერ გადავიხდიდი“, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუფარდა – ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა

„მარტო მე ამიკრძალეს ქვეყნის დატოვება. თუ მელიას, ჯაფარიძეს, ხაზარაძეს, გვარამიას, ვაშაძეს შეუძლიათ, რომ 3-ჯერ დაარტყან დედამიწას წრე, მე რატომ უნდა ვიმოძრაო მარტო ქუთაისი – თელავის მარშრუტზე? გირაოზე ხილვა მქონდა, ვიღაცამ ჩამომძახა, არ გადაიხადოო, ვინ ხარ -მეთქი ვკითხე და „დიფ სთეითი“ ვარო, მიპასუხა“, – აღნიშნული კომენტარი თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა მის დაკავებამდე გააკეთა.

ცნობისთვის, სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g